მეწყერის ჩამოწოლის შედგად დაკარგული 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მეწყერის ჩამოწოლის შედგად დაკარგული 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის გვამი მაშველებმა იმ ჯიხურში იპოვეს, სადაც ის ღამით რჩებოდა.
მძიმე ტექნიკა ტერიტორიას მიწის მასისგან წმენდს, რის შემდეგაც დაღუპულის ცხედარს ამოიყვანენ.
სამაშველო სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან მიმდინარეობდა. ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები, და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებენ, რომელიც კარიერზე გამოიყენება. ავტომობილი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო, მეწყერმა მოიყოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები