ოთარ დანელიამ რეგიონების რწმუნებულ-გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინიციატივით, ქვეყნის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა.
ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დასაგეგმად და სწორედ ამიტომ გადაწყდა შეხვედრის ისეთ ფორმატში ჩატარება.
,,აღნიშნულ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე მოსაზრებებისა და შენიშვნების გაზიარების მეტი შესაძლებლობა არსებობს. მოგეხსენებათ, ბევრი რამ გაკეთდა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის და პროგრესიც გვაქვს. ვფიქრობ, რეგიონებთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, მსგავსი შეხვედრები სისტემური უნდა გავხადოთ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახე პრეზენტაციები რეგიონულ ჭრილში წარმოადგინეს. რეგიონის ხელმძღვანელებს სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტი – რეგიონების სოფლის მეურნეობის საინვესტიციო გზამკვლევი – გააცნეს, რომელიც საქართველოს რეგიონების მიხედვით ამომწურავ ინფორაციას მოიცავს და ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც აგრარულ დარგში ინვესტიციის განხორციელება სურს.
როგორც გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ აღნიშნა, მისასალმებელი ისეთი ფორმატის შეხვედრები, როგორიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იქნა შემოთავაზებული. სამინისტროში გამართულ შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოთარ დანელიამ გუბერნატორებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა დაათვალიერებინა და ქართული ენდემური ვაზის უნიკალური, საკოლექციო ჯიშები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები