2015 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს კვარტეტი The Virus წარადგენს

2015 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს კვარტეტი The Virus წარადგენს, სიმღერით “გაბედე”.
როგორც “კვირას“ “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” აცნობეს, კვარტეტის წევრები არიან: ელენე კეჟრიშვილი, ლიზი თავბერიძე, თაკო გაგნიძე და დათა პავლიაშვილი.
როგორც “საზოგადოებრივ მაუწყებელში” აცხადებენ, ბავშვებთან ერთად, კომპოზიციაზე გიგა კუხიანიძემ იმუშავა, ტექსტი პოეტ ერეკლე დეისაძეს ეკუთვნის, სიმღერის არანჟირება კი ბორიკო შხიანს. ვიდეორგოლის რეჟისორები გიგა კუხიანიძე და რამაზ გუნავა არიან. ბავშვების იმიჯზე დიზაინერმა მარიკა ქურდუბაძემ იზრუნა. წელს საბავშვო ფესტივალს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს. კონკურსი 21 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები