დღეს ყველის ფესტივალი “კავკასიური ყველი 2015” გაიმართება
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით, 10-11 ოქტომბერს უკვე ტრადიციად ქცეული ყოველწლიური ყველის ფესტივალი “კავკასიური ყველი 2015″ გაიმართება.
როგორც “კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის და მსგავის ღონისძიებებიც სწორედ ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება. წელს აქცენტი კავკასიური ყველის საუკეთესო სახეობებზე გაკეთდება.
ფესტივალი ,,კავკასიური ყველი” გუშინ, რიყის პარკში, 11:00 საათზე გაიხსნა. ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილია 60-მდე სახეობის ყველი – დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობები.
11 ოქტომბერს ფესტივალის ფარგლებში, ყველის გამოფენა-გაყიდვა 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გაიმართება.
ფესტივალის ,,კავკასიური ყველი 2015″ მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი”.