პატრიარქი წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას გახსნის

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას გახსნის.
წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია 19-23 ოქტომბერს ჩატარდება.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ცნობით, 19 ოქტომბერს, ცენტრის დარბაზში (წმინდა სამების საკათედრო ტაძარი) საღვთისმეტყველო კონფერენციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახსნის.
კონფერენციის სესიები თბილისის გარდა ცაგერსა და ლენტეხშიც ჩატარდება. კერძოდ, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში,
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში; ცაგერში სამღვდელმთავრო რეზიდენციის ბიბლიოთეკაში და
ლენტეხში სამღვდელმთავრო რეზიდენციაში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები რუსეთიდან, ბულგარეთიდან სერბეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრალიიდან.
კონფერენციის შედეგები 23 ოქტომბერს, 18.00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში პრესკონფერენციაზე შეჯამდება.
საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი კონსტანტინოპოლში 580 წელს დაიბადა. იმპერატორ ჰერაკლეს მდივანი იყო, მაგრამ შემდეგ სამეფო კარის ცხოვრება მიატოვა და ბერად აღიკვეცა. იგი მონოთეისტობის წინააღმდეგ იბრძოდა (ცრუ სწავლება ერთი ღვთაებრივი დედისა და ერთი ღვთაებრივი ქმედების შესახებ ქადაგებდა). ამის გამო მას ჯერ ენა, შემდეგ ხელი მოაჭრეს და საკუთარ სამშობლოში იდევნებოდა. ღრმად მოხუცებული ცაგერში გადმოასახლეს, სადაც გარდაიცვალა.
2010 წელს ანთროპოლოგების მიერ დადასტურდა, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის საკურთხეველში აღმოჩენილი ოთხი საფლავიდან, ერთ-ერთი მე-7 საუკუნის წმინდანს, ღირს მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები