საქართველოს „როიტერის“ რედაქტორ-კონსულტანტი აქსელ თრეთფოლი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“.
საერთაშორისო ღონისძიებაში წარმატებული პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტი, „როიტერის“ რედაქტორ-კონსულტანტი აქსელ თრეთფოლი ეწვევა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აქსელ თრეთფოლი 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა“, როგორც პანელის მოდერატორი.
შეგახსენებთ, რომ აქსელ თრეთფოლი არის „როიტერის“ რედაქტორ-კონსულტანტი, მაღალი რანგის შეხვედრებს მასპინძლობს და უძღვება „როიტერის“ წამყვან ღონისძიებებს. მათ შორისაა ცნობილი ადამიანების შესახებ გამოშვებები და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. წარსულში ის იყო „როიტერის“ ციფრული ვიდეოს მთავარი ევროპელი წამყვანი. თრეთფოლმა CNBC-ის წამყვანად იმუშავა ოთხი წელი. მანამდე ის იყო  Wall Street Journal-ის ნიუ- იორკის ოფისში რედაქტორი და „ბლუმბერგის“ ახალი ამბების რეპორტიორი ლონდონში. ბიზნესსექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე მრჩევლად მუშაობდა. აქსელ თრეთფოლს ღონისძიებების მოდერატორად საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად იწვევენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ჩათვლით. მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი დურჰამის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში – ლონდონის სიტის უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები