ეკა მიშველაძე: ტელევიზორიდან რატომ ვიგებ მე ამას?

პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდია” ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,მაესტროს” ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.
პირველი სტუდია” ახალი სეზონიდან ეთერში არ იქნება თუმცა იქნება 5-6 ახალი პროექტი, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას გააშუქებს”, – განაცხადა გვიმრაძემ, რომლის განცხადებასაც სოციალურ ქსელში გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ფეისბუქზე გამოეხმაურა.
,,მრჩეველ ბასას “შიშველ სიმართლეს” კონსულტანტი (აწ უკვე ახალი ამბების დირექტორი) გვიმრაძე აგრძელებს! სცოდნია ამ პატიოსან ადამიანს და აგერ ტელევიზორშიც გამოაცხადა: “პირველი სტუდია ახალი სეზონიდან ეთერში არ იქნებაო”! რა საინტერესოა რატომ? და კიდევ უფრო საინტერესოა ტელევიზორიდან რატომ ვიგებ მე ამას?” – წერს ჟურნალისტი.
,,პირველი სტუდია” რიგით მესამე პოლიტიკური თოქ-შოუა, რომელიც ახალი სატელევიზიო სეზონის ფარგლებში, სატელევიზიო ბადეში ვერ მოხვდა. მანამდე ტელეკომპანია ,,იმედმა” ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ორი პოლიტიკური თოქ-შოუ ,,რეაქცია” და ,,იმედის კვირა” დახურა.
რაც შეეხება გადაცემა თოქ-შოუ ,,პირველ სტუდიას” მის დახურვასთან დაკავშირებით ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრ, პარლამენტარ ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინდა. როგორც ტელეკომპანიის მესვეურები აცხადებდნენ აღნიშნულის გამო, მიშველაძის მიერ პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანა არაეთიკური იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები