რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ფორდი”-ს მარკის ორი მიკრო ავტუბუსი შეეჯახა.
“კვირას“ ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. (276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).