ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო.
უწყების ინფორმაციით, საქველმოქმედო მიზნით სისხლი სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის 25-მდე თანამშრომელმა ჩააბარა.
სისხლის უანგარო დონაციის აქციაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე მეოთხედ მონაწილეობს.