რიმა ბერაძემ შშმ პირს საჩუქრად ეტლი გადასცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ამავე რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირთა დახმარებებს განაგრძობს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, რიმა ბერაძე დღეს ჯეჯელავების ოჯახს ეწვია და ოჯახის ერთ-ერთ წევრს საჩუქრად სპეციალური ეტლი გადასცა.
,,ჩემს სამაჟორიტარო ბიუროსა და ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების გაერთიანებას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის საჭირო ინვენტარის შეძენა ხორციელდება.
მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ატაშვილს, რადგან მან მყისიერი რეაგირება მოახდინა ჩვენს თხოვნაზე”, – განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში ჯეჯელავების ოჯახს ყველანაირ დახმარებას გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები