ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია გრძელდება

 დღეს, 9 ოქტომბერს, 19:30 საათზე რესტორან “პლაზა ჰოლში“ ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანიის: „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, ქეთი ფარესაშვილის ახალი CD-ს პრეზენტაცია და საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში ქეთი ფარესაშვილთან ერთად მეგობრებიც მონაწილეობენ, მათ შორის: რომა რცხილაძე, თემო რცხილაძე, ვიქტორ ლალიაშვილი და სხვები. კონცერტის ფარგლებში ქეთი ფარესაშვილის ახალი CD-ს პრეზენტაციაც მოეწყობა.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. ღონისძიებას დაესწრებიან: „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა. ცნობილია, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული მსოფლიოს მასშტაბით. უკვე რამდენიმე წელია „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მხარდამჭერი აქტივობა იმართება.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფაგრლებში საქართველოშიც დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება და კონფერენცია, სპორტული აქტივობა, წარმატებულ ქალთა სემინარი/კონფერენცია, საქველმოქმედო 1 ფოტოგამოფენა – ფოტორეპორტიორები, მოდების ჩვენება – სილამაზე სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ვარსკვლავების საქელმოქმედო კონცერტი და სხვა.
ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო. ამავე დღეს შემუშავდა კამპანიის მხარდამჭერი პეტიცია და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. კამპანიის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების და სამთავრობო სტრუქტურების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ. საქართველოში ერთგვარი სტარტის აღება მოხდა 2015 წლის 1 ოქტომბერს, საზოგადოების ინფორმირება „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით. სტუდენტებმა წრე შემოარტყეს წმიდა გიორგის ქანდაკებას. დასასრულს, ჰაერში გაუშვეს ვარდისფერი საჰაერო ბუშტები და პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართეს. კამპანიის ორგანიზატორია „ევროპა დონა ჯორჯია“.
„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები, როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.

R

1554347_1206947539321234_6325498809612482322_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები