თბილისის საკრებულოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები აქციას: ,,გაიღე სისხლი – გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე“ შეუერთდნენ.
აქცია, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად, დედაქალაქის საკრებულოს ფოიეში დილიდან მიმდინარეობს და მასში აპარატის ათეულობით თანამშრომელი მონაწილეობს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, აქცია: ,,გაიღე სისხლი – გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე“ იაშვილის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკის ინიციატივითა და საკრებულოს ორგანიზებით მოეწყო.
ანალოგიური აქციები თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პერმანენტულად იმართება.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად, უანგარო დონორთა აქციას რამდენჯერმე შეუერთდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს სხვადასხვა კომისიისა და ფრაქციის ორგანიზებით, ასევე მოეწყო სისხლის დონორთა აქციები, რომელშიც საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები