NASA-ს სპეციალისტებმა პლუტონზე ცისფერი ცა და წყლის ყინული აღმოაჩინეს

აშშ-ს ნაციონალურმა კოსმოსურმა სააგენტომ მზის სისტემის ყველაზე შორ პლანეტაზე – პლუტონზე ცისფერი ცა და წყლის ყინული აღმოაჩინა. შესაბამისი ფოტოები დედამიწაზე New Horizons-ის კოსმოსურმა აპარატმა გადმოსცა. პლუტონის ატმოსფეროს ფოტოებზე ლურჯი ფერის გარსი მოჩანს.
მეცნიერების აზრით, ცისფერი გარსი პლანეტის ირგვლივ შეიძლება იყოს გამოწვეული ატმოსფეროს ზედა ფენაში აზოტისა და მეთანის რეაქციით, მზის სხივების გავლენით. მანამდე ასეთივე ცისფერი ცა სატურნის უმსხვილეს თანამგზავრ ტიტანზეც აღმოაჩინეს.
პლუტონის ფოტოებზე ასევ ჩანს წყლის ყინულით დაფარული ადგილები, რომლებიც გაყინულ ტბებს ჰგავს. მეცნიერებს ამ მოვლენის ახსნა ჯერჯერობით უჭირთ.
New Horizons კოსმოსში 2006 წელს გაუშვეს და ის ამჟამად დედამიწიდან 5 მილიარდი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები