საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს პრეზიდენტის ფონდის დახმარებით უფასოდ უმკურნალებენ

ქალაქ ათენში სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი “კავკასია” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დაფინანსდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამკურნალო- დიაგნოსტიკური ცენტრი „კავკასია“ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მოემსახურება და იქ ჯანმრთელობის ყველა საჭირო მკურნალობას მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და ბერძენი ექიმები უფასოდ გაუწევენ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ერთწლიანი პროექტი, საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, პრეზიდენტის ინიციატივით 14 სექტემბერს დაიწყო.
“ეს პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ათენში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ჩვენს თანამემამულეებზეც აისახა. პრეზიდენტის ფონდი აძლევს საშუალებას ქართველ ემიგრანტებს, საბერძნეთისათვის ყველაზე კრიზისულ პერიოდში არ დარჩნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდმა, რომელიც პროექტის პრეზენტაციას ათენში ესწრებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი, საბერძნეთის ჯანმრთელობის სამინისტროს გენერალური სამდივნოს წარმომადგენელი ლუმენიცა კოსტოპულუ, არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო ექიმების” გამგეობის თავმჯომარე ნიკიტას კანაკისი, არასამთავრობო ორგანიზაცია “კეთეა მოსაიკის” თავმჯდომარე დიმიტრის ჯანეტოსი, საერთაშორისო კლუბ “ლაინსის” ვიცე-გუბერნატორები: ხარის ზახარიადუ, დიმიტრის ცანგარატოსი, სპიროს ხაძიდაკისი და კოსტას ბეკრისი და ქართველი მოძღვარი, მამა სინესიოსი (თეიმურაზ კალანდაძე).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები