ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა
ძლიერი წვიმის გამო ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
ახმეტის რაიონის გამგებლის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის განაცხადებით, მეწყერი ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 55-ე კილომეტრზე, დაახლოებით, 30 მეტრის მანძილზეა ჩამოწოლილი.
ამ წუთებში ადგილზე თოვლჭყაპია. ახმეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მანქანების გადაადგილება შეფერხებით შესაძლებელია. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გზის სრულ გაწმენდას წვიმა აფერხებს.

როგორც გამგეობაში ამბობენ, გზა გამოდარების შემდეგ გაიწმინდება და ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება.
ფშაველი-ომალო ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთს ბართან აკავშირებს.
ფშაველი-ომალო ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთს ბართან აკავშირებს.