თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც “კვირას” “თელასიდან” აცნობეს, კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფირდოუსის, გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კოსტავას და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან წამებულის გამზირის და მუკუზნის შესახვევის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, ხარაბაძის და ივერიელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ბარბარეს უბნის და ქვედა მელითონეთა დასახლების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილის მასივის “დ” ქუჩის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სარაჯიშვილის, ზარზმის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.