ლია ჯახველაძე მხატვარ დათო კრაწაშვილის სახელობის სკვერის გახსნას დაესწრო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის მიწვევით, კომისიის სამდივნოს უფროსს მამუკა ბალიაშვილთან ერთად გლდანის მეორე მიკრორაიონში მხატვარ დათო კრაწაშვილის სახელობის სკვერის გახსნას დაესწრო.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დაფინანსდა, დაიგო ქვაფენილი, დაიდგა სკამები, მოეწყო განათება და გასართობი პავილიონები.
ლია ჯახველაძემ დამსწრე საზოგადოებას სკვერის სახელდების თაობაზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.
მისი განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო რეგულარულად ახორციელებს გეოგრაფიული ობიექტებისათვის ისეთი ადამიანების სახელების მინიჭებას, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ისტორიის, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში.
დეპუტატის ინფორმაციით, ახალგაზრდა მხატვარი და პოეტი დათო კრაწაშვილი 16 წლის ასაკში დაიღუპა და ცხოვრების მოკლე მანძილზე საკმაოდ დიდი და საინტერესო შემოქმედება შექმნა.
სკვერი გახსნის შემდგომ დამსწრე საზოგადოებამ მხატრის ნამუშევრები დაათვალიერა და მისივე ლექსები მოისმინა.