დავით სერგეენკომ პედიატრი ავთანდილ კვეზერელი -კოპაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პედიატრი ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ღვაწლმოსილმა პედიატრმა თავისი 65-წლიანი კარიერის მანძილზე მილიონამდე ბავშვს უმკურნალა.
მისი მეშვეობით შეიქმნა და ჩამოყალიბდა ბავშთა პირველი ჰემატოლოგიური განყოფილება, ძირითადად, წითელი სისხლის კვლევის მიმართულებით (სხვადასხვა გენეზის ანემიები, თრომბოციტოპენიები, ვერლჰოფის დაავადება, თანდაყოლილი და შეძენილი სიყვითლეები და ა.შ).
70-80-იან წლებში მისი სამეცნიერო ჯგუფის მიერ შესწავლილი და დადგენილია ბავშვების სისხლის ასაკობრივი ნორმები, მანვე დაუდო საფუძველი სისხლის შენაცვლებით თერაპიას საქართველოში, ხანგრძლივად გაყინული ერთროციტული მასის გამოყენებას და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები