“თი-ბი-სი” ბანკის განახლებულ იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნება

“თი-ბი-სი ბანკი” მომხმარებელს, ხვალ, 9 ოქტომბერს, ცენტრალურ ოფისში, რომელიც ჭავჭავაძის 11 ნომერში მდებარეობს, განახლებულ იპოთეკურ ცენტრს წარუდგენს.
“თი-ბი-სის” ინფორმაციით, კომფორტულ გარემოსთან ერთად, ახალ იპოთეკურ ცენტრში, მომხმარებელს შეთავაზებების უფრო ფართო და მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება.
ცენტრში საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი სამშენებლო პროექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათმა რიცხვმა 51-ს მიაღწია.

ამჟამად იპოთეკურ ცენტრში სულ 1575 გასაყიდი ბინაა წარმოდგენილი.
განახლებულ იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნება.
განახლებული იპოთეკური ცენტრის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს კონსულტანტის რჩევებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხზე.
მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლისთვის შეიქმნა იპოთეკური ცენტრის ვებგვერდიც.
(http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-center-projects).
დღეიდან, დაინტერესებულ პირებს იპოთეკურ ცენტრში მისვლის გარეშე, ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დეტალური ინფორმაციისა და ფოტომასალის ნახვა ონლაინ შეუძლიათ. ხოლო მათ, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს, იპოთეკური ცენტრის მენეჯერი სატელეფონო ზარის საშუალებით დაეხმარება. ამისათვის ონლაინაპლიკაციაში მხოლოდ სახელის, გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის დაფიქსირება კმარა.
“თი-ბი-სი” ბანკმა პირველი იპოთეკური ცენტრი 2014 წელს გახსნა.
დღეს უკვე თბილისში ორი იპოთეკური ცენტრი ფუნქციონირებს (ჭავჭავაძის 11 და იუსტიციის სახლში მდებარე თიბისი ბანკის ფილიალი). ორივე ცენტრში, თბილისში, წყნეთში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში მდებარე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის მშენებარე პროექტი ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი.
(R)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები