ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

ბათუმში, ფიროსმანისა და კაჩინსკების ქუჩების კვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. აღნიშნულის შედეგად ორი ქალი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას შუქნიშანი არ მუშაობდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები