შეხვდა თუ არა ღარიბაშვილს – დავით ნარმანიას პირველი კომენტარი

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ის გადადგომას არ აპირებს. მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
“გადადგომას არ ვაპირებ. მერი არის ხალხის მიერ არჩეული და ოპოზიციის განცხადების გამო ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ”, – განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პრემიერ-მინისტრს არ შეხვედრია და როცა მედიაში ეს ინფორმაცია გავრცელდა, ის საკუთარ კაბინეტში მუშაობდა.
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. დავით ნარმანია ფიქრობს, რომ 6 სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე მუშაობა ჩვეულებრივი მომენტია და ხელმძღვანელები თანამდებობებზე ეტაპობრივად დაინიშნებიან.
“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებებია,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები