რაულ ხაჯიმბამ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა. მისალოც წერილში ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა რუსეთის სახელმწიფოს განვითარებაში პუტინის მიერ შეტანილ წვლილს.
„თქვენი მმართველობის პერიოდში რუსეთი დიადი სახელმწიფო გახდა, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში წამყვან როლს ასრულებს. რუსეთის სახელმწიფოებრიობა ახალ დონეზე ავიდა, რაც მისი ინტერესების საიმედო დაცვას უზრუნველყოფს“, – წერს ხაჯიმბა.
ასევე მან პუტინს მადლობა გადაუხადა „აფხაზეთის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის“.
ვლადიმერ პუტინს დღეს 65 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები