ლია ჯახველაძე ვახტანგ შანავას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ და კომისიის სამდივნოს უფროსმა მამუკა ბალიაშვილმა დიდუბის რაიონში ვახტანგ შანავას ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრა გამართეს და მის სახელდებასთან დაკავშირებით მაცხოვრებლების მოსაზრება მოისმინეს.
როგორც ლია ჯახველაძემ განაცხადა, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს შესაბამის კომისიას პათოფიზიოლოგ ვლადიმერ ვორონინის ქუჩისთვის კაპიტან ვახტანგ შანავას სახელის დარქმევის თხოვნით ჯერ კიდევს 2010 წლის მოწვევის საკრებულოს მიმართა.
დეპუტატის განმარტებით, სახელდებისა და სიმბოლიკის მაშინდელმა კომისიამ გაითვალისწინა როგორც მოქალაქეთა სურვილი, ასევე ქვეყნის წინაშე კაპიტან ვახტანგ შანავას დამსახურება და ქუჩას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის სახელი მიანიჭა.
,,მოგვიანებით გაირკვა, რომ დედაქალაქის საკრებულოს ზემოთ აღნიშნული ინიციატივით არა ვლადიმერ ვორონინის, არამედ სრულიად სხვა ქუჩის მაცხოვრებლებმა მიმართეს და აღნიშნული ცვლილება ვორონინის ქუჩის მკვიდრთათვის ცნობილი არ იყო’’,- განაცხადა ლია ჯახველაძემ და აღნიშნა, რომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას საკითხის დეტალურად დამუშავების და მხარეთა მოსაზრებების ზედმიწევნით გამოკვლევის შემდგომ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები