დაზარალებულ მეწარმეებს თბილისის მერია შეღავათიან სესხს სთავაზობს

თბილისის მერია „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სტიქიით დაზარალებული მეწარმეებისთვის იაფი სესხის გაცემის პირობებს ამარტივებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ უნდა მიიღოს, ცვლილებების პროექტს კი მერია მას დღესვე გადაუგზავნის.
“დღეს ვიხილავთ საკითხს, რომელიც შეეხება სტიქიით დაზარალებულ მეწარმეებს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ დედაქალაქში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მეწარმეები, არამედ საკითხი ეხება ზოგადად – ხანძრის, სახლის დაზიანების, სხვადასხვა ფორსმაჟორული ვითარების შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს. მათ შეუძლიათ ისარგებლონ დედაქალაქის მერიაში “იაფი სესხის” აღებასთან დაკავშირებული პროგრამით კიდევ უფრო შეღავათიანი პირობებით. კერძოდ, მათ შეეძლებათ სესხი ნაცვლად 6 პროცენტისა, მიიღონ 3 პროცენტად. სხვა დანარჩენს მათ დედაქალაქის მერია დაუფარავს. სესხის პერიოდი 60-დან 84 თვემდე გაიზრდება, ხოლო საშეღავათო პერიოდი 6-დან 12 თვემდე იქნება გაზრდილი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები