თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ღოღობერიძის და ნაკაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, თუმანიანის, კოტე აბხაზის, ბეთლემის, საადის, სამღებროს, ორპირის და ჯემალ აჯიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, ონიაშვილის, ლვოვის, მელიტონ ქანთარიას, შარტავას და იმედაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან, 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, გამრეკელის, ტაშკენტის და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის და ნარგიზის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, სანერგის და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: 9 ძმის, აფხაზეთის, სამურზაყანოს და აგარის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.