პოლონეთის დახმარების ცენტრმა საქართველოში წყალდიდობებთან საბრძოლველად სპეციალური წვრთნები გამართა – ფოტოკოლაჟი

30 სექტემბერს – 1 ოქტომბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს საერთაშორისო დახმარების ცენტრმა, საქართველოს შსს-სთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების წვრთნები გამართა. პროექტი ყვარელსა და ლაგოდეხში განხორციელდა. ამის შესახებ „კვირას“პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრის პროექტების ხელმძღვანელმა ანა როდესკამ შეატყობინა. „წვრთნები ორწლიანი პროექტის ნაწილი იყო, რომელიც ახლა დასასრულს უახლოვდება და ის პოლონურმა მხარემ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოხდა მდინარეების ჰიდროლოგიური კვლევა“, – განაცხადა როდესკამ „კვირასთან“ საუბრისას.
კახეთის რეგიონში ჩატარებულ წვრთნებში პოლონეთის და საქართველოს შსს-ს წარმომადგენლები, ასევე მოხალისეები მონაწილეობდნენ. სწავლების მიზანია წყალდიდობის დროს შესაბამისი სამხურების რეაგირების გაუმჯობესება. ანა როდესკას ინფორმაციით, მდინარეებზე დამონტაჟდა სპეციალური აპარატურა, რომელიც ახორციელებს მეტროლოგიური ფაქტორების შეფასებას, რაც იძლევა მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება, ან რა შეიძლება მომავალში მოხდეს მდინარეზე.
პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამაღლდება საქართველოს შესაბამისი უწყებების კომპეტენცია და წყალდიდობის შემთხვევში, მაგალითად ისეთის, როგორც მდინარე ვერეზე მოხდა, შესაბამისი სამსაურები უფრო ეფექტურად იმოქმედებენ. ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს მდინარემ წყალდიდობის დროს და როგორი რეაგირება უნდა მოხდეს სამაშველო სამსახურების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ანა როდესკამ “კვირასთან“ ინტერვიუში.
სწავლებაში მონალეობდნენ პოლონეთის მოსახლეობის პრევენციისა და გადარჩების ცენტრის წარმომადგენლები. როდესკას ინფორმაციით, მოხდა მდინარეების მოდელირება და იმის დადგენა, თუ როგორ მოიქცევა ესა თუ ის მდინარე წყალდიდობის დროს. შეფასდა წყალდიდობის გავრცელების ზონები და საფრთხეები, რომლებსაც ის მოსახლებისთვის შეიცავს. საბოლოოდ პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ყველა ეს ზომა მიმართულია იმისკენ, რომ სტიქიური უბედურების დროს მოსახლეობა უფრო დაცული იყოს და ზარალი მინიმალური აღმოჩნდეს.

12067360_10204729264343103_1075341336_n

12071379_10204729264263101_574591762_n

12071478_10204729264663111_205307342_n

12076887_10204729264423105_1953446593_n

12077130_10204729264623110_346199054_n

12081441_10204729264463106_1235316211_n

12086856_10204729264383104_984262789_n

12087479_10204729264503107_691895116_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები