ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 2016 -2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია დაესწრო. სტრატეგიის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიის პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის „საქართველო-ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიზნით ნარჩენების მართვის საკანონმდებლო ბაზის განვითარება” ფარგლებში მომზადდა. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია ნარჩენების მართვის თანამედროვე პრინციპებსა და ნარჩენების მართვის იერარქიას ეფუძნება, რომლის შესაბამისადაც ცხრა სტრატეგიული მიმართულებაა განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები