„მომდევნო წლისთვის ავტობუსების შეცვლის თაობაზე კონკურსი გამოცხადდება“

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდენო წლისთვის ავტობუსების შეცვლის თაობაზე კონკურსი გამოცხადდება.
როგორც ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ფინანსთა სამინისტრომ მოლაპარაკებები EBRD-თან დაიწყო.
“ჩვენ, ჩვენი მხრივ ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, მათ ჩაატარეს კვლევა თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამაზე დაყრდნობით მომზადდება საკონკურსო წინადადებები და გამოცხადდება კონკურსი მომდევნო წლისთვის ავტობუსების შეცვლის თაობაზე”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები