იმერეთში ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონში ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე (ი/მ „გიორგი ნიკოლაძე“) და წყალტუბოში, ნინოშვილის ქუჩაზე (ი/მ „ელისო დევდარიანი“) მდებარე უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში პროდუქციას ეტიკეტზე მითითებული ჰქონდა სიტყვა „დიეტური“, რაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ნებართვას საჭიროებს. მეწარმეებმა აღნიშნული ნებართვა ვერ წარმოადგინეს, რის გამოც 400-400 ლარით დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.