ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციას პოლიცია აკონტროლებს

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ბიზნესცენტრთან მობილიზებულია პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემოახიეს პიჯაკი.
სწორედ აღნიშნული ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს. დაკავებულებს დღეს ქუთაისის სასამართლომ სსკ 239 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები