გაგრაში აფეთქება მოხდა

გაგრის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციის შენობაში აფეთქება მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მთლიანად დაიწვა ბაზრის ადმინისტრაციის უფროსის კაბინეტი. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები