გიორგი მარგველაშვილი „მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის“ გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, „მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის“ (WOSM) გენერალურ მდივანს სკოტ ტეარის უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი საქართველოში სკაუტური მოძრაობის განვითარების პერსპექტივების განხილვა იყო.
გიორგი მარგველაშვილსა და სკოტ ტიერის შორის საუბარი ახალგაზრდებში საგანმანათლებლო საკითხების და სკაუტინგის როლის მნიშვნელობას შეეხო.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ სკაუტინგი ახალგაზრდებში ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ევრაზიის რეგიონის თავმჯდომარე ირინა ფრუიძე, მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ევრაზიის რეგიონის დირექტორი იური ემელიანი, საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ხვინთელანი და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თინათინ ქოიავა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, „მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის“ (WOSM) გენერალურ მდივანს სკოტ ტეარის უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები