საგამოძიებო სამსახურში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის – „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობის გაძლიერება“, მეორე კომპონენტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მეორე კომპონენტის 2.1 და 2.2 აქტივობები ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურის ანალიზს, ორგანიზაციულ მიმოხილვასა და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.
სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ: საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი კონსტანტინე ქათამაძე, კადრების სამმართველოს ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ჩაჩუა, საგამოძიებო სამსახურის თბილისის მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბატონი დავით უნგიაძე და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბატონი ლევან მიქაბერიძე.
შეხვედრას თამჯდომარეობდა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ხელმძღვანელი ევროკავშირის მხრიდან, ბატონი იარი ლიუკუ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის მუდმივი პროექტის გუნდის სრული შემადგენლობა, აგრეთვე პროექტის ექსპერტი ფინეთიდან, ბატონი მარკუ რანტა-აჰო.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საგამოძიებო სამსახურის ორგანიზაციული მიმოხილვის დოკუმენტის პროექტი, განხილული და შეთანხმებული იქნა რეკომენდაციები და მათი პრიორიტეტულობა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების პროექტი „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ხორციელდება HAUS – ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და FIOD – ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.