დავით ლორთქიფანიძე 2 ოქტომბერს დაკავებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტს გამოეხმაურა

ეს არის სამართლებრივი საკითხის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და, ვფიქრობ, პროკურატურა და სასამართლო კანონის შესაბამისად იმოქმედებენ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე პარლამენტთან 2 ოქტომბერს დაკავებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტს.
დავით ლორთქიფანიძე ვერ იხსენებს ფაქტს, რომ „ნაცმოძრაობას“ ან სხვა ოპოზიციურ წარმომადგენლებს დაეგმოთ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან არასასიამოვნო მოპყრობა. “ეს პროცესი, რაც დღეს ჩატარდა ქუთაისში, არის სამართლებრივი საკითხის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პროკურატურა და სასამართლო კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. ჩემგან მაგ თემის განმარტება, ვფიქრობ, უხერხულია. რაც შეეხება ღვინიაშვილთან დაკავშირებით, მე მახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა უმრავლესობიდან დაგმეს ღვინიაშვილთან დაკავშირებული ფაქტები და მე რატომღაც ვერ ვიხსენებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დაეგმოთ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ასეთი გაუგონარი და არასასიამოვნო მოპყრობა“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები