ირაკლი სესიაშვილი: გული მწყდება, რომ ამ ადამიანებს პატიმრობა მიუსაჯეს

 გული მწყდება, რომ ამ ადამიანებს პატიმრობა მიუსაჯეს – ასე გამოეხმაურა პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი პარლამენტთან 2 ოქტომბერს დაკავებული პირების პატიმრობის შეფარების ფაქტს. მისივე თქმით, უმჯობესია ძალადობის გარეშე მოხერხდეს აზრის გამოხატვა და პოზიციის დაფიქსირება.
“როგორც ადამიანს, მიმაჩნია, რომ ძალადობა ბადებს ძალადობას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გარკვეულ ჯგუფს ძალადობისკენ მიმართულებას აძლევს. მე, ეს ნამდვილად არ მომწონს. მეტიც, გული მწყდება, რომ ამ ადამიანებს პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან უმჯობესია ძალადობის გარეშე მოვახერხოთ აზრის გამოხატვა და პოზიციის დაფიქსირება”, – განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები