ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჟენევაში კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საკითხს დააყენებს

საქართველოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არგამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა კვლავ ჟენევის დისკუსიებზე პრიორიტეტული საკითხია. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის აპარატის პრესსამსახურში განუცხადეს.
ჟენევის დისკუსიები 6-7 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრაში გაეროს, ევროკავშირის, საქართველოს, რუსეთის, ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე იმსჯელებენ ჰუმანიტარულ საკითხებზე და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევაზე, მიმდინარე გამოძიების შედეგებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები