ქუთაისში მოშიმშილეებს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდა

 ქუთაისში, მერიის შენობის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის 5 მონაწილე მესამე დღეა უკვე შიმშილობს. დღეს დილით კი მათ რიგებს კიდევ ორი ადამიანი მიემატა.
აქციის მონაწილეების თქმით, დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს იმ სამი პირის საქმეს, რომლებიც პარლამენტის შენობასთან რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. მათივე განმარტებით, თუ სასამართლო მათ პატიმრობას შეუფარდებს, ისინი უვადო შიმშილობას გააგრძელებენ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ უმრავლესობის დეპუტატისთვის – დავით ლორქთიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს. სწორედ აღნიშნული ინციდენტის დროს ხულიგნობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი პიროვნება დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები