ჯაბა ჯიშკარიანმა დაბა კოჯრის ცენტრში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე შემოერთებულ სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს.
კიკეთის, შინდისისა და წავკისის შემდეგ, საკრებულოს დეპუტატი, მთაწმინდის გამგებლის მოადგილე – ბადრი ხვადაგიანთან ერთად, დაბა კოჯორს ეწვია და ცენტრში მდებარე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
ჯაბა ჯიშკაშრიანის განცხადებით, კოჯრის ცენტრალურ ქუჩებსა და ჩიხებში კაპიტალურად დაიგო გზები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მომავალი წლისთვის კი დაგეგმილია სკვერის კეთილმოწყობა.
სამუშაოების დასრულებისთანავე სკვერებში დეკორატიული სკამები, ახალი სანაგვე ურნები და ლითონის უსაფრთხოების ღობეები დამონტაჟდება.
მისივე თქმით, დაბა კოჯორში ასევე გაკეთდება სტადიონი და სხავადსხვა ადგილებში კეთილმოეწყობა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებელი ადგილები.
როგორც მთაწმინდის გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, ასფალტის დაგების დაწყებამდე მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას გრუნტის წყლების პრობლემა მოეხსნა.
ასევე გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, რამაც მთლიანად მოაწესრიგა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
ბადრი ხვადაგიანის განცხადებით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელ კოჯორს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები