ედმონდ მინაშვილი: გაიმარჯვა ღირსეულმა კანდიდატმა!

რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილის გასვლას „რეპორტიორთან” საუბარში კიდევ ერთხელ ეხმაურება.
„გამიხარდა ლევან კობიაშვილის გამარჯვება! მე ღიად ვაცხადებდი, რომ ლევანს ვუჭერდი მხარს, რადგან გულწრფელად მინდოდა, ძირფესვიანი ცვლილება მომხდარიყო ფედერაციაში, ასეც მოხდა, გაიმარჯვა ღირსეულმა კანდიდატმა.
წარმატებებს ვუსურვებ ლევანს ამ მართლაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ის დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მას იმედის თვალით შესცქერის ფეხბურთს მოწყურებული ათი ათასობით გულშემატკივარი, მე მჯერა, რომ ლევანი იქნება ის პირველი პრეზიდენტი,    რომელიც დაიწყებს ახალ, წარმატებულ და ცივილიზებულ რეფორმებს ფედერაციაში. მჯერა, რომ ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, რომელიც მომავალ წარმატებებზე იქნება ორიენტირებული
ვიმედოვნებ, რომ ხვალ გაიმარჯვებს ქართული ფეხბურთი, გულშემატკივარი ისევ უსაზღვრო მოლოდინით დაელოდება ჩვენი გუნდების თამაშებს, როგორც შიდა, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ  წარმატებულ გამოსვლებს და ისევ დაბრუნდება ტრიბუნებზე ბედნიერი მაყურებელი… როგორიც ახსოვს ჩვენს უფროს თაობებს, როცა უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა სუფევდა გამარჯვების ან თუნდაც დამარცხების დროს.
უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ფეხბურთს, ლევან კობიაშვილს და მთელ კოლექტივს, ვინც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სათავეში უნდა ედგეს ფედერაციას.
აქვე, მადლობას ვუხდი ბატონ რევაზ არველაძეს, რომელიც მრავალი წელი ემსახურა     ფეხბურთს, ავად თუ კარგად, თუმცა, დღეს ამას დიდი მნიშვნელობა უკვე არ აქვს. ძმები არველაძეები სამუდამოდ შევლენ ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მინდა, მათი ოჯახის წინაშე გამოვხატო დიდი პატივისცემა და წარმატებები ვუსურვო მომავალში, ხოლო დღეს ვზეიმობთ ცვლილებას და ახალი ისტორიის სუფთა ფურცელს, რომელზეც ოქროს ასებით დაიწერება მომავალი გამარჯვებები და ფეხბურთის აღორძინების  ბედნიერი ხანა, წარმატებები ლევანს!” – აცხადებს ედმონდ მინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები