ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 33-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართება

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას უხელმძღვანელებს. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, განხილული იქნება დევნილთა დაბრუნების, ასევე გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების საკითხები.
“ამასთან, ვაპირებთ მწვავედ დავაყენოთ გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების საკითხი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. სამუშაო შეხვედრებს ჯგუფები 7 ოქტომბერს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები