გიგლა აგულაშვილმა დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა „შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“ – ფარგლებში, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქიმ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, „მოლაშქრეთა ფედერაციის“, თბილისის სახელმწიფო და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
დასუფთავების აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შვედეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა.
„შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რომელშიც შვედეთის საელჩოსთან ერთად, არსამთავრობო ორგანიზაციების – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.