ლეონიდ თიბილოვმა სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციას მხარი დაუჭირა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სირიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გამართლებულ და დროულ ნაბიჯს უწოდებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება.
„პუტინმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ღიად განაცხადა, რომ აუცილებელია ტერორიზმთან საბრძოლველად საერთაშორისო კოალიციის შექმნა. ფრონტის ხაზი ამჟამად სირიაზე გადის“, – განაცხადა თიბილოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედება კავკასიის რეგიონისთვის საფრთხეს შეიცავს. „მე მხარს ვუჭერ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სირიასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილ პირობებში ის ოპტიმალურია და აუცილებელია გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები