გალის რაიონში ე.წ. საბაჟოს უფროსი მოკლეს

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ე.წ. საბაჟო სამმართველოს უფროსი ბესლან მალანძია მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ გალის რაიონის ე.წ. პროკურორმა კახა პერტაიამ შეატყობინა
„სოფელ ტამიშში, საკუთარ სახლთან 150 მეტრში ბესლამ მალანძიამ ავტომობილი გააჩერა. შესაძლოა, ის იცნობდა ადამიანებს, რომლებმაც ის გააჩერეს. ამის შემდეგ ის სასაფლაოზე წაიყვანეს და იქ ერთი გასროლით მოკლეს“ – განაცხადა პერტაიამ. კახა პერტაიას თქმით, რომელიც თვითმხილველთა მონაცემებს ეყრდნობა, მკვლელობა 2 ოქტომბერს, საღამოს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები