საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მინდია უგრეხელიძის წარდგენა იგეგმება
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილის შემცვლელად ვენეციის კომისიაში მინდია უგრეხელიძე დაასახელა – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ევროპული ვიზიტის ფარგლებში მას შეხვედრა ჰქონდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან, რომელსაც გააცნო, თუ ვინ იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პაპუაშვილის შემცვლელი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილება 2016 წლის შემოდგომაზე ეწურება.