პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
აღინიშნა ქართველებს – აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და გაერო­ს, როგორც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები