ლეგენდარული TOYOTA COROLLA და RAV4 წარმოუდგენელ ფასად
Toyota-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, ლეგენდარულ Toyota Corolla-სა და RAV4-ზე დაუჯერებელი საშემოდგომო ფასდაკლებების აქცია დაიწყო. ამ შესანიშნავი სიახლით სარგებლობა, მომხმარებლებს, რომლებსაც ახალი ავტომობილის შეძენა სურთ, ტოიოტას ორივე ოფიციალურ დილერთან შეუძლიათ.
„მაღალი ხარისხი, გამძლეობა და საიმედობა – ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც ავტომობილი შეძენისას ფასდება. სწორედ ამ თვისებების საუკეთესო შეხამებით აიხსნება ტოიოტას მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ხოლო მიმდინარე აქცია საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის Toyota-ს ავტომობილი უპრეცენდენტოდ დაბალ ფასად შეიძინონ.“ – აცხადებენ „ტოიოტა კავკასიისა და ცენტრალური აზიის“ ოფისში.
„ლეგენდარული სედანი“ – Toyota Corolla მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელთა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. ამის საუკეთესო დადასტურებაა ამ მოდელის აბსოლუტურად რეკორდული გაყიდვები რომლებმაც უკვე 40 მილიონს გადააჭარბა და გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსით მოხვდა. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე Toyota Corolla-ს 11 თაობა შეიცვალა და დღევანდელი სახე მიიღო. ბოლო თაობის განახლებული კოროლა – თამამი და უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე ოდესმე. მიმზიდველი დაბალი წინა პანელი და აეროდინამიური ფორმები ხაზს უსვამს მის ძლიერ მხარეს. Corolla ლეგენდარული, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე და ელეგანტური სედანია.
ახალი “Corolla”-ს საჭესთან თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობთ ნებისმიერ მოგზაურობაში, რაც განპირობებულია მის ინტერიერში გამოყენებული სპეციალური მასალებით და დახვეწილი სტილით. სალონის სივრცე თანაბრადაა განაწილებული, რათა უკან მჯდომმა მგზავრმაც თავი კომფორტულად იგრძნოს.
„ქროსოვერების მოყვარულთათვის კი სასიხარულო ამბავი, განახლებული RAV4-ის საშემოდგომო ფასდაკლება იქნება. კომფორტული და უნივერსალური ახალი RAV4 თავისუფლად იტევს 5 მგზავრს და გააჩნია ტევადი საბარგული. სალონში მრავლადაა სათავსო განყოფილებები. საბარგულისა და მისი ელექტრო კარის განთავსების დონის საშუალებით, ტვირთის გადატანა უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკული გახდა. ახალი RAV4 გეხმარებათ, იმგზავროთ უსაფრთხოდ. უნიკალური ინტეგრირებული დინამიური მართვის სისტემა, ამძაფრებს მართვას და ინარჩუნებს ზედაპირთან მოჭიდებას. ეს თანამედროვე ტექნოლოგია, გზებზე რბილი და სტაბილური მოძრაობის გარანტიას იძლევა ნებისმიერ კლიმატურ პირობებშიც. ახლა ყოველი მგზავრობა სიამოვნების მომტანია. ახალ RAV4-ს გააჩნია ამ კლასის საუკეთესო უსაფრთხოების მახასიათებლები და ინტუიციური ტექნოლოგიები. ისინი არა მხოლოდ რეაგირებენ, არამედ კიდევ დამატებით ყურადღებას იჩენენ გზაზე, რათა თქვენ წინასწარ განსაზღვროთ პოტენციური საშიშროება და იმგზავროთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ.“ – აცხადებენ „ტოიოტა კავკასიისა და ცენტრალური აზიის“ ოფისში.
აქციის ფარგლებში, Toyota RAV4-სა და Corolla-ზე ორივე ოფიციალურ დილერთან -ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტაში შემდეგი ფასდაკლებები იმოქმედებს:
Toyota Corolla Active – 16322 $-ის ნაცვლად 13100 $
Toyota Corolla Elegance + – 20102 $-ის ნაცვლად 16700$;
Toyota RAV4 2WD Urban – 24911 $-ის ნაცვლად 22550$; Toyota RAV4 4WD Prestige – 32681 $-ის ნაცვლად, 28960 $.
Toyota-ს საშემოდგომო კამპანია, უნიკალური შანსია მათთვის, ვისაც ტოიოტას ხარისხიანი ავტომობილის ყიდვა საუკეთესო ფასად სურს.
(R)