გიორგი კვირიკაშვილი: პრემიერმა უმნიშვნელოვანესი მესიჯები გააჟღერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის გამოსვლას გამოეხმაურა.
მინისტრმა პრემიერის გამოსვლას ემოციური უწოდა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავზე კიდევ არსებობს ქვეყანაში პრობლემები.
„პრემიერ – მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო ინფორმატიულიც და ემოციურიც. გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი მესიჯები, ის, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავზე კიდევ გვაქვს პრობლემები უსაფრთხოების კუთხით ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ის თუ რა ჰუმანიტარული მდგომარეობაა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, მიმდებარე სოფლებში ის, რომ ადამიანებს არ აქვს საშუალება ჰქონდეთ ელემენტარული უსაფრთხოების პირობები მიიღონ განათლება საკუთარ მშობლიურ ენაზე“, – განაცხადა მინისტრმა.