გიორგი მარგველაშვილი გაეროში პრემიერის გამოსვლას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი გაეროში პრემიერის გამოსვლას მიესალმება.
„მივესალმები გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ – მინისტრის მიერ საქართველოში ევროატლანტიკური კურსის, დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლებისა და მმართველობითი ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები