პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს მიმართა.
მთავრობის მეთაურმა ქართველ მორაგბეებს წარმატება უსურვა ახალ ზელანდიასთან ხვალინდელ მატჩში, რომელიც მსოფლიო თასის გათამაშების ფარგლებში გაიმართება. “ჩვენი ქვეყანა ამაყობს თქვენით!”, – მიმართა პრემიერმა მორაგბეებს.