სოხუმის ციხიდან ორი ბრალდებული გაიქცა
სოხუმის საგამოძიებო იზოლატორიდან ორი პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას სააგენტო “სპუტნიკი“ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ორი დამნაშავე – ხასია და ხაზალია, რომლებიც წინასწარი დაკავების საკანში მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო იმყოფებოდნენ, გაქცევა მოახერხეს. მათ მიწისქვეშა გვირაბი ამოთხარეს“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გაქცეული ბოროტმოქმედების დასაკავებლად ოკუპირებული აფხაზეთის პოლიციის ძალები გააგზავნეს.